ლევან მაჭავარიანი – ევროკავშირის მაღალჩინოსანთა განცხადებაზე: ეს ორმაგი სტანდარტია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე – ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ ორმაგ სტანდარტად აფასებს.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს როცა სჭირდებათ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურ ხელისუფლებას მოიხსენიებენ.

„როდესაც ეუთო/ოდირის საპარლამენტო ანგარიში გამოქვეყნდა არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ყველა სუბიექტს საშუალება ჰქონდა ეწარმოებინა თავისუფალ გარემოში საარჩევნო კამპანია, მაშინ მათ ეუთო/ოდირის გაშავება დაიწყეს, ამ შემთხვევაში პირიქით საუბრობენ, ეს რა თქმა უნდა ორმაგი სტანდარტია. როდესაც მათ რაღაც სჭირდებათ „ქართული ოცნებისგან“, მოგვიხსენიებენ როგორც ხელისუფლებას, როდესაც არ სჭირდებათ, მაშინ ჩვენს ლეგიტიმაციას არ აღიარებენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები