გიორგი გაბუნია დაანონსებულ ინიციატივებზე: მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობა ადეკვატურად პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევა

ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ინიციატივებზე ისაუბრა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობა ადეკვატურად პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას.

„უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა მსოფლიო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საფრთხეები ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებელი გახდა ამ საფრთხეებზე შესაბამისი რეაგირება.

ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდა ომში ჩათრევა. საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული მოქმედებებით და ჭკვიანი პოლიტიკის წყალობით მოახერხა ის, რომ ჩვენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ავიცილეთ, მაგრამ საფრთხეები საფრთხედ რჩება. ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა რბილი ძალების სახით. არაერთხელ იყო მცდელობა საქართველოში რევოლუციის მოწყობისა და სამოქალაქო არეულობის.

გამოწვევები ძალიან ბევრი და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ადეკვატურად პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა იმ გამოწვევასა და საფრთხეს. ის ინიციატივები, რომლებიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელზეც აქცენტი გვქონდა გაკეთებული, განპირობებულია ამ საფრთხეების გათვალისწინებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს ინიციირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები