მაკა ბოჭორიშვილი: ყურადღებით ვაკვირდებით ყველა განცხადებასა და ნაბიჯს, რაც აშშ-დან კეთდება – გასაოცარია, თუ რაოდენ თანხვედრაშია ეს ყველაფერი იმასთან, რაზედაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით და რისთვისაც ვიბრძოდით
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა განცხადებას, ყველა ნაბიჯს, რაც დღეს აშშ-დან კეთდება. გასაოცარია, თუ რაოდენ თანხვედრაშია ეს ყველაფერი იმასთან, რაზედაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით და რისთვისაც ვიბრძოდით,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„რეალურად, საქართველომ მარტომ გამოაცხადა ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყანა იყო ძალიან კარგი მაგალითი იმ გლობალური უსამართლობის, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდში. ვხედავთ, რომ ახლა ამ ბრძოლას იწყებს აშშ-ს ახალი პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, ეს აჩენს საერთო ინტერესებს და საფუძველს ქმნის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის და კიდევ უფრო გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო ამერიკისთვის სანდრო პარტნიორია.
„ამერიკისთვის ეს სიახლე არ არის, ეს არის ათწლეულების გამოცდილი რეალობა. ეს არის ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ჩვენ გაგვაძლიერებს სამომავლო ურთიერთობებში აშშ-თან“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.