მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის, აშშ-სთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული და ფასეულია

„ჩვენთვის, აშშ-სთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული და ფასეულია” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის  ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ურთიერთობები იმდენად გაუარესდა, რომ რაღაც უშინაარსო განცხადებებამდე დავიდა და სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ამერიკასთან არსებობს  დაიცალა შინაარსისგან, რაც ძალიან სამწუხაროა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ამერიკისთვის ღირსეული პარტნიორი იყოს.

„ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი სურვილი, რა არის აშშ-თან ურთიერთობაში – საქართველოს ყველაფერი გაქვს გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს ღირსეული პარტნიორი და სწორედ ამ ღირსეულ პარტნიორობაზე დაფუძნებით გვინდა, რომ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ამერიკასთან გვაკავშირებს, იყოს შინაარსით დატვირთული. ჩვენი სურვილია ვისაუბროთ იმ ინტერესებზე, რაც მოემსახურება საქართველოს უკეთეს მომავალს. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ს აქვს თავის ინტერესები და ჩვენ უნდა ვეძიოთ თანხვედრის წერტილები ორივე სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ეს სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს ამ პრინციპებზე დაფუძნებული“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები