დიმიტრი ხუნდაძე: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საკმარისი არ არის – საფრთხეები და რისკები იმაზე მეტია, ვიდრე ამ კანონით არის გათვალისწინებული

„ვფიქრობ, რომ კანონი, რომელიც  აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელმაც დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა საჭიროა ჩვენც გვქონდეს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის შესახებ კანონი მსუბუქია და მასში გათვალისწინებული არ არის ის საფრთხეები და რისკები, რაც დღეს ქვეყანაშია.

„ის მსუბუქი კანონი, [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] რაც შეთავაზებული იყო ჩვენი მხრიდან ვფიქრობ, რომ დღეს საკმარისი არ არის. საფრთხეები და რისკები იმაზე მეტია, ვიდრე ამ კანონით არის გათვალისწინებული.

ვფიქრობ, რომ კანონი, რომელიც  აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომელმაც დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა საჭიროა ჩვენც გვქონდეს,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები