თორნიკე ჭეიშვილი: საკანონმდებლო მოწესრიგება საჭიროებს გამკაცრებას ისევ და ისევ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია
„გამჭვირვალობის ქართულ კანონში ლიბერალური მიდგომები არის შემოთავაზებული. რამდენიმე ათეულმა ე.წ. მდიდარმა „ენჯეომ“ საერთოდაც თავი აარიდა, რომ შესაბამისი რეგულაციები იყოს მათთვის სახელმძღვანელო პრინციპები. ცხადი ხდება, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება საჭიროებს გამკაცრებას,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
„ამჟამად მოქმედებს გამჭვირვალობის ქართული კანონი, თუმცა გარკვეულწილად იმის გამო, რომ ამ საკანონმდებლო აქტში შედარებით უფრო ლიბერალური მიდგომები არის შემოთავაზებული რამდენიმე ათეულმა ე.წ. მდიდარმა „ენჯეომ“ საერთოდაც თავი აარიდა, რომ შესაბამისი რეგულაციები იყოს მათთვის სახელმძღვანელო პრინციპები. ცხადი ხდება ის, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება საჭიროებს გამკაცრებას, გამკაცრებას ისევ და ისევ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია გამჭვირვალობა“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ინიციირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.