მამუკა მდინარაძე: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს”, „დიფ სთეითი” – ოლიგარქიულ გავლენებს, აგენტურა საქართველოში მარცხდება, ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს
„USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი – ოლიგარქიულ გავლენებს, „ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, „დიფ სთეითისა” და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის, მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.
„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაც.აგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში:
USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი – ოლიგარქიულ გავლენებს.
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას:
დიფ სთეითისა და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.
არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა!
ცეცხლი ოლიგარქიას!
ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი” – წერს მამუკა მდინარაძე.