ლევან მაჭავარიანი: თუ გახარიას პარტია გადაწყვეტს, რომ შემოიტანოს განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მყისიერად დავუკმაყოფილებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” და დანარჩენი ბარიერგადალახული პარტიების დავას მანდატების დათმობის თაობაზე.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ როგორც კი გიორგი გახარიას გუნდი შეიტანს განცხადებას მანდატების დათმობის თაობაზე, ეს მოთხოვნა მათ მყისიერად დაუკმაყოფილდებათ.

“როგორი ტაქტიკური სვლა აქვთ მათ გარე უფროსებს ჩაფიქრებული, ეს ჩვენ არ ვიცით. დაახლოებით ვვარაუდობთ, რომ გახარიას პარტია შემოინახეს და ამიტომ იმ დანარჩენ სამ რადიკალურ პარტიასთან ერთად არ შეატანინეს ის განცხადებები. ეს მათი შიდა ტაქტიკური სვლები და თამაშები რით დასრულდება არ ვიცით, თუმცა თუ გახარიას პარტია გადაწყვეტს, რომ შემოიტანოს განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე, რა თქმა უნდა, მყისიერად დავუკმაყოფილებთ,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები