8 თებერვალი ზაქარია ჭიჭინაძის დაბადების დღეს
1853 წლის 8 თებერვალს დაიბადა საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქართული წიგნის დიდი მოამაგე ზაქარია ჭიჭინაძე.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, ზაქარია ჭიჭინაძემ საკუთარი ძალებით შეადგინა და გამოსცა მრავალი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამეცნიერო-პოპულარული და სხვა ხასიათის წიგნი. იგი წიგნებს საკუთარ სტამბაში თვითონვე აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და მასვე გაჰქონდა გასაყიდად. ქართული წიგნის შედგენა-გამოცემასთან იყო დაკავშირებული მთელი მისი ცხოვრება.