ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც ეუთო/ოდირმა ძირითად ნაწილში დადო დასკვნა, რომ საქართველოში თანაბარ კონკურენტუნარიანი არჩევნები იყო, მაშინ რატომღაც მათ ურეიტინგო ორგანიზაცია უწოდეს და დღეს გვთხოვენ, რომ რეკომენდაციებს დაველოდოთ

„ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რასაც ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში ჩვენ გვთავაზობს,“ – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილი გამოეხმაურა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ, შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას.

„კალასის განცხადებას რაც შეეხება, როდესაც ჩვენ არჩევნები ჩავატარეთ ქვეყანაში და ეუთო/ოდირმა ძირითად ნაწილში დადო დასკვნა, რომ საქართველოში იყო თანაბარ კონკურენტუნარიანი არჩევნები, მაშინ რატომღაც ეუთო/ოდირს უწოდეს ურეიტინგო ორგანიზაცია და დღეს გვთხოვენ, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს დაველოდოთ და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილება ამა თუ იმ კანონთან დაკავშირებით. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რასაც ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში ჩვენ გვთავაზობს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები