მიხეილ სარჯველაძე: „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პროექტი ისტორიული მნიშვნელობისაა და აჩვენებს ხელისუფლების პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას ადამიანებზე ზრუნვის მიმართულებით

„„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პროექტი ისტორიული მნიშვნელობისა და აჩვენებს ხელისუფლების პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას სოციალური მიმართულებით, ადამიანებზე ზრუნვის მიმართულებით,“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბათუმში გამართული პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ადამიანებზე, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ნიშან-თვისებაა.

„ამდენად, ერთ-ერთი მასშტაბური და შთამბეჭდავი პროექტია, რომელიც ყველაზე კარგად წარმოაჩენს ამ დამოკიდებულებას“, – დასძინა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება – მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. აშენდება 9-მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები