გიორგი სოსიაშვილი: ქალბატონი კალასის განცხადება და იმ ევროპელი ბიუროკრატების განცხადება არის ორმაგი სტანდარტი, ვინაიდან ძალიან კურიოზულ სიტუაციამდე მიდის ეს ყველაფერი
„ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი სოსიაშვილი ეხმიანება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლებას მიმართ, შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას და მათ ორმაგ სტანდარტებს უწოდებს.
„ქალბატონი კალასის განცხადება და იმ ევროპელი ბიუროკრატების განცხადება არის ორმაგი სტანდარტი, ვინაიდან ძალიან კურიოზულ სიტუაციამდე მიდის ეს ყველაფერი და მახსენდება ერთ-ერთი ქართული მხატვრული ფილმის კომიკური პერსონაჟის სიტყვები: „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის“. ამდაგვარ განცხადებებს აკეთებენ იმიტომ, რომ ჯერ მოუწოდეს თავიანთ წარმომადგენლებს, იმ ჯაშუშურ ქსელს, რომელიც მოქმედებდა საქართველოში და პირდაპირ იყო არეულობაზე ორიენტირებული, სახელმწიფო გადატრიალებაზე, ქვეყნის ჩამოშლაზე ორიენტირებული, რომ მათ ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა არ ეღიარებინათ და მეტსაც გეტყვით, რომ მათ თქვეს, რომ ეს ორგანიზაცია არაფერს არ წარმოადგენდა, რომ არანაირი რეიტინგი არ ჰქონდათ მათ და ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული მათი ძირითადი შეფასება და ახლა უკვე გვეუბნებიან, რომ ჩვენი ხელისუფლება უნდა დაელოდოს ეუთო/ოდირის აი ამ დასკვნების გამოქვეყნებას“, – განაცხადა სოსიაშვილმა.