მიხეილ სარჯველაძე – მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველაზე მეტად სჭირდება, რომ კვებას დაუბრუნდეს
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველაზე მეტად სჭირდება, რომ დაუბრუნდეს კვებას,“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას, არის, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა. შესაბამისად, დაუბრუნდეს კვებას. ეს იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. ამ რჩევას კვლავაც მის გასაგონადაც გავიმეორებ. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.