საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ნიუ-იორკში გაეცნენ

„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაში New York Travel and Adventure Show მიიღო მონაწილეობა“ – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის 10-მდე წარმომადგენელი წარდგა.

„გამოფენას დაესწრო ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსული მაკა ბართაია.

New York Travel and Adventure Show-ს ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

New York Travel and Adventure Show-ს ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა წამყვან ტურისტულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.

New York Travel and Adventure Show-ს 25 ათასამდე სტუმარი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

გამოფენის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-ში, ნიუ-იორკში,  სამოგზაურო მედია კონფერენციაზე International Media Marketpalace (Tracel Media Conference)წარდგა.

International Media Marketpalace-ის მონაწილეები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ.  კონფერენციაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოგზაური ჟურნალისტები, ინფლუენსერები და  ბლოგერები იყვნენ გაერთიანებულები. ბეჭდური და ციფრული მედიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ“ – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები