ტრამპმა შესაძლოა, მომავალ კვირას, ზელენსკისთან შეხვედრა გამართოს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირას შედგეს.

ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

„მე ალბათ, მომავალ კვირას შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის. დიდი ალბათობით, პუტინსაც დაველაპარაკები. ვისურვებდი, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები