დეკანოზი გიორგი: წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ხვალ 24-ე სკოლიდან, სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა მოეწყობა

„წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ხვალ, 13:30 საათზე, აღმაშენებლის გამზირიდან, 24-ე სკოლიდან, სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა დაიწყება,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგიმ (ყიფშიძე) განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში, ასევე გელათში საზეიმო წირვა აღევლინება. ამასთან, წმინდა მეფის მოღვაწეობიდან 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, მცხეთაში მანქანებით და ორი ავტობუსით მსვლელობა მოეწყობა.

ასევე დაგეგმილია, 24-ე სკოლიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით მსვლელობაც, რომლის ორგანიზატორები არიან საპატრიარქო და ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები