პოლონეთის პრეზიდენტი – “არჩევნებში მხოლოდ იმან უნდა გაიმარჯვოს, ვინც ბრიუსელს მოსწონს?!”

თუ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს გააუქმებენ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ ხალხს მოუწოდა, ქუჩის საპროტესტო აქციები გამართონ,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

პოლონეთის პრეზიდენტმა პარალელები გაავლო რუმინეთთან, რომლის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელშიც მოულოდნელად მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.

დუდა ფიქრობს, რომ პოლონეთის არჩევნებზეც, შესაძლოა, რუმინული სცენარი განმეორდეს.

პოლონეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ რუმინეთის და პოლონეთის საქმეებში ევროკომისია ჩაერია. მან ასევე რიტორიკულად იკითხა, შეიძლება თუ არა დღეს, დემოკრატიულ ქვეყნებში, არჩევნებში ბრიუსელის მიერ დამტკიცებულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები