შემოსავლების სამსახურში NCTS-ის შესახებ კონსულტაცია 24/7 რეჟიმში არის შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში NCTS-ის შესახებ კონსულტაცია 24/7 რეჟიმში არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ – საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდება ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები – NCTS-ის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და ამ სისტემის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული – საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომლის ფუნქციებში შედის NCTS-ის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ყველა სერვისის შეუფერხებელი მიწოდება.

უშუალოდ NCTS-ის სისტემის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, წინასწარ გადამზადებული თანამშრომლების პროფესიონალი გუნდის მიერ, ხორციელდება დაინტერესებული პირებისთვის პროცედურულ საკითხებსა და მიმდინარე პროცესებზე კვალიფიკაციური კონსულტაციის გაწევა. მათ შორის 24/7 რეჟიმში არის შესაძლებელი ე.წ.- ,,HELP DESK“-ით მომსახურება,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები