7 თებერვალი ლადო აღნიაშვილის დაბადების დღეა

1860 წლის 7 თებერვალს დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწე‚ პედაგოგი‚ ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი ლადო აღნიაშვილი.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, ლადო აღნიაშვილის მრავალმხრივმა საქმიანობამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის თვითმყოფადობის გადარჩენაში. 1885 წელს ჩამოაყალიბა „ქართული ხორო“, რამაც ქართული ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას ჩაუყარა საფუძველი. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად 1887 წელს ჩამოაყალიბა „ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა“, სპარსეთში შეისწავლა ფერეიდნელი ქართველების ყოფა-ცხოვრება და გამოსცა წიგნი, დააარსა ქართველთა სააღებმიცემო ამხანაგობა „შუამავალი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები