კონსტანტინე გამსახურდია რუსთავის კერძო სკოლა „მენაფირის აკადემიის“ მოსწავლეებს შეხვდა
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია რუსთავის კერძო სკოლა „მენაფირის აკადემიის“ მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
კონსტანტინე გამსახურდია მოზარდებს წიგნიერებაზე, განათლების მნიშვნელობასა და ეროვნული ბიბლიოთეკის დანიშნულებაზე ესაუბრა.
მოსწავლეებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ექსკურსია ჩაუტარდათ. მათ დაათვალიერეს წიგნის მუზეუმი და გაეცნენ ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკასა და მისი დაარსების ისტორიას.