მწერალთა სახლში მსოფლიო ლიტერატურული კურსის მეორე შეხვედრა გაიმართა

მწერალთა სახლში მსოფლიო ლიტერატურული კურსის მეორე შეხვედრა გაიმართა.
როგორც მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლევან გიგინეიშვილმა სტუდენტებისათვის პირველი შეხვედრის დროს მიცემული საკითხავი მასალის ფარგლებში დანტე ალიგიერის ნაწარმოებზე ისაუბრა.
მსოფლიო ლიტერატურული კურსი სტუდენტებსა და უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწარმოებებს, რომლებიც მათთვის ახალი გააზრების და მსჯელობის საფუძველი იქნება.
შეხვედრები ლევან გიგინეიშვილთან ტარდება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში. მაჩაბლის №13.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები