თინათინ რუხაძე და ბექა დავითულიანი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს, ნინო ლაცაბიძეს შეხვდნენ
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერ ნინო ლაცაბიძეს და კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელს – ხატია ფოცხვერაშვილს შეხვდნენ.
კულტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს რუსთავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე, ფესტივალებსა და სამომავლო პროექტებზე.
მინისტრმა და მისმა მოადგილემ რუსთავის მერს დასახული გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.