გიორგი ცაბაძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
7-8 თებერვალს, 20 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში – SPARKS-ის ორგანიზებით – კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს არაერთი ცნობილი მომღერალი და მსახიობი, კონცერტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება როგორც რეპერტუარით, ასევე მონაწილეებით. საღამოები დატვირთული იქნება ახლებური ვერსიების პრემიერებითა და თეატრალური დადგმებით.
შემოქმედებითი ჯგუფი:
სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით მაზანაშვილი;
სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე;
რეჟისორი: თინათინ კორძაძე;
მხატვარი: სოფო ბასიშვილი;
აკომპანემენტი: დავით მაზანაშვილის ბენდი და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი.
მონაწილეობენ: მურმან ჯინორია, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, თამარ გვერდწითელი, ნეკა სებისკვერაძე, აჩიკო სოლოღაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, ოთარ ჯორჯიკია, მარიკო ებრალიძე, ნუცა ბუზალაძე, „დუეტი ჯორჯია“; „ალილო“; ,„თეატრალური კვარტეტი“; „ფორტე“; „გორის ქალთა გუნდი”, „მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორია“
„გიორგი ცაბაძე თეატრსა და კინოში“ – ამ თემას მიეძღვნება კომპოზიტორის საიუბილეო გალა კონცერტი თბილისში, რომელშიც მონაწილეობას ყველასათვის საყვარელი არტისტები მიიღებენ, მაყურებელი ერთ სცენაზე იხილავს, როგორც კინოსა და თეატრის, ასევე ესტრადის არაერთ ვარსკვლავს.
საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრისა და დავით მაზანაშვილის ბენდის თანხლებით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაჟღერდება კომპოზიციები და გაცოცხლდება სცენები ცნობილი მიუზიკლებიდან კინოსა თუ სპექტაკლებიდან. მოისმენთ ამბებს კომპოზიტორის ცხოვრებიდან, რომელიც ამ დრომდე არ გაჟღერებულა“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.