ლევან მახაშვილი: შტატების საელჩოსგან და სხვა ევროპელი ლიდერებისგან, ველით რომ მკაფიო განმარტებებს გააკეთებენ თავიანთ დაფინანსებაზე და მიზნობრიობაზე

„USAID-ის საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი, თუმცა ამავე დროს კიდევ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი კითხვა არსებობს, რომელიც ეხება არა მხოლოდ USAID-ს, არამედ სხვა ფონდებსაც, რადგან ეს ფონდები როგორც წესი ძალიან გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან და ერთიან საქმეს ემსახურებოდა.

„ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები, რომელიც გააცხადა, არც მეტი, არც ნაკლები    აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა. რა თქმა უნდა ამ ბრალდებებს სჭირდება ბევრად მეტი სერიოზული პასუხები, ვიდრე უბრალოდ რომელიმე საელჩოს ვებგვერდზე გამოდებული ლამაზი ბანერი ან ორ სიტყვიანი წინადადება.

ჩვენ ველით აშშ-ის საელჩოსგან და სხვა ევროპელი ლიდერებისგან და ქვეყნებისგანაც, რომ ძალიან მკაფიო განმარტებებს გააკეთებენ თავიანთ დაფინანსებაზე და მიზნობრიობაზე. ჩვენ აქამდე ეჭვების დონეზე ვსაუბრობდით, რომ აშკარად საქმე გვქონდა პოლიტიკურ კორუფციასთან, მაგრამ ახლა ეს ეჭვები აღარ არის უკვე. ფაქტია, რომ ეს ეჭვები გამყარდა კონკრეტული ქმედებებით და ნათელი მოეფინა იმას, რომ რადიკალიზაციაში იყვნენ ჩართული, როგორც პოლიტიკური ჯგუფები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ორგანიზაციები“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები