გიორგი ჩაკვეტაძე: ქუჩის ოპოზიცია, ქუჩაში დარჩა – პარლამენტი მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს
„ქართული ოცნების” პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმიანება.
როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, პარლამენტი მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს.
„ქუჩის ოპოზიცია, ქუჩაში დარჩა. მოითხოვეს და შეუწყდათ უფლებამოსილება. პარლამენტი კი, მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს. წინ ბევრი პროექტი გვაქვს, რაც ჩვენი სამშობლოსა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება!“ – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.