ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობა გაიხსნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობა გაიხსნა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
“ახალ შენობაში გადასვლა სამუსიკო სკოლის პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და სუფსის მაჟორიტარ დეპუტატთან ია მოქიასთან ერთად მიულოცა.
ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.