“თუ ვინმეს აქვს პოლიციელების მიმართ პრეტენზიები, მოიკითხონ, როგორია ამერიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში ძალადობრივი აქციების დროს პოლიციის რეაგირება” – მაჭარაშვილი

“თბილისი მოლი“ რომელი პარლამენტის, ან ცესკოს შენობაა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები მის ადმინისტრაციას წაუყენო?! – თუ ვინმეს აქვს პოლიციელების მიმართ პრეტენზიები, მოიკითხონ, როგორია ამერიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში ძალადობრივი აქციების დროს პოლიციის რეაგირება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ პოლიტიკური აქცია გინდა, მოთხოვნები გაქვს პოლიტიკური და „თბილისი მოლთან“ აანონსებ აქციას, მყისიერად მიხვდება ყველა, რომ შენ გაქვს სულ სხვა მიზანი. „თბილისი მოლი“ რომელი პარლამენტის შენობაა? ან რომელი ცესკოს შენობაა? ან რომელი ადმინისტრაციული შენობაა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები „თბილისი მოლის“ ადმინისტრაციას წაუყენო? შესაბამისად, შენ მიზანი გაქვს, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინო და სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება მოახდინო.

თუ ვინმეს აქვს პოლიციელების მიმართ პრეტენზიები, მოიკითხონ, ამერიკაში ძალადობრივი აქციებისას რეაგირება როგორია პოლიციის მხრიდან, გერმანიაში როგორ იყო რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთში როგორ იყო რამდენიმე თვის წინ. შესაბამისად, მოჰკითხონ ახლა თავიანთ პატრონებს, რატომ ხდება, როდესაც ადამიანი არღვევს კანონს და შემდგომ პოლიციას რეაგირება აქვს. როდესაც პროცესში ხდება რაიმე ტიპის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ეს არავის არ სიამოვნებს, მაგრამ დაწყება ხომ აქედანაა და თავიდანვე ხომ შენ აანონსებ?! თავიდანვე შენ ხომ ამბობ, რომ არ ემორჩილები სახელმწიფოს, კანონს?,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები