„ჩვენ, „ნაცმოძრაობის“ მსგავსად, ადამიანებს ციხეში მტკიცებულებების გარეშე ვერ გავუშვებთ – თუ რომელიმე სამართალდამცველმა უფლებამოსილებას გადაამეტა, ამას შესაბამისი სამსახური იძიებს” – ბოჟაძე

“სერბეთის მაგალითი ბევრისთვის ახალი მუზა აღმოჩნდა იმისთვის, რომ სტრატეგიული ობიექტები გადაკეტოს – სიმბოლურია, რომ ოპოზიციას დასავლეთისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა სურდა!”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძემ თბილისის შესასვლელთან გამართულ აქციაზე ისაუბრა.

„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად ადამიანებს ციხეში მტკიცებულებების გარეშე ვერ გავუშვებთ – თუ რომელიმე სამართალდამცველმა უფლებამოსილებას გადაამეტა, ამას შესაბამისი სამსახური იძიებს.

კადრები ყველამ ნახა. ძალადობა ყველასთვის მიუღებელია, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისთვისაც ძალადობა ცალმხრივად არის მიუღებელი და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პოლიციელები უნდა დაისაჯონ, ხოლო სხვა მოძალადეები პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები არიან, რომელთაც კარი უნდა გაუღონ და გაუშვან.

შესაბამისი სამსახური არსებობს და თუ პოლიციის მხრიდან დარღვევებია, ვალდებულია ის გამოიძიოს. იცით, რომ ამ მიმართულებით არაერთი საქმეა აღძრული, მათ შორის ჟურნალისტების თუ მოქალაქეების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევებზე. ჩვენ ეს თავის დროზე დავგმეთ – კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი და ძალადობა ჩვენთვის არის მიუღებელი“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები