“ოპოზიციას სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს გარედან, სულ უფრო ნაკლები იქნება მათი დაფინანსება მომავალში” – ბოჟაძე
“რა თქმა უნდა, “დიფ სთეითის” დამარცხება ასე მარტივი არ არის და ასე სწრაფად ეს არ მოხდება. თუმცა, ამ მიმართულებითაც პროცესები დაწყებულია, რაც თავისთავად შეამცირებს იმ გავლენას, რაც აქვს “დიფ სთეითს” ოპოზიციაზე, მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.
“ეს აისახება დაფინანსების, მხარდაჭერის ნაწილში და, რა თქმა უნდა, ეს ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. რა თქმა უნდა, ველოდებით იმედით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ სხვა სიახლეებიც გვექნება. იცით, რომ ოპოზიციას სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს გარედან, სულ უფრო ნაკლები იქნება მათი დაფინანსება მომავალში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის”, – განმარტა ბოჟაძემ.