“ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია, თავის „დიფ სთეითიან“ ნათესავებიანად, იმიტომაა მაგათი საქმე კარგად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „დროა, ევროკავშირმა დაასანქციროს არალეგიტიმური ივანიშვილი და მისი ახლო მეგობრები, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს“.
ბოჟაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირისგან სანქციებს არ ელის.
„არც ერთ სანქციას ამ დრომდე არანაირი შედეგი არ მოუტანია და არც მომავალში მოიტანს. ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ ველოდებით, იმიტომ, რომ თქვენ იცით, მას სჭირდება ერთიანი გადაწყვეტილება. ევროკავშირმა რაც მოახერხა ერთადერთი ის, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გაუქმდა უვიზო რეჟიმი, შესაბამისად, ამ მიმართულებით მოლოდინები არ გვაქვს.
რაც შეეხება ჯო უილსონს – რამდენი უჯდება თითოეული ასეთი „პოსტი“ კეზერაშვილს ამასაც, ალბათ, ძალიან მალე გავიგებთ და ჯო უილსონისგან განსხვავებულ პოლიტიკას რომ ატარებს ტრამპი, ამას ყველა კარგად ხედავს. ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია, თავის “დიფ სთეითიან” ახლობლებიან – ნათესავებიანად, იმიტომაა მაგათი საქმე კარგად”, – განაცხადა ბოჟაძემ.