ირაკლი ზარქუა – დროებით საგამოძიებო კომისიაზე: არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება
“არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას ისაუბრა.
„ორშაბათს ბიუროზე ვიმსჯელებთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც შეისწავლის იმ მავნებლობებს, რაც კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით გვექნება შემდეგ რეაგირება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, შესაბამისი პირების დაკითხვითა და შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დაარეგისტრირებენ ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.