გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს
„საგამოძიებო კომისიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება რთული არ იქნება, რადგან „ხელისგულზე დევს“.
„ხშირ შემთხვევაში ამის უბრალოდ თარგმნა დაგვჭირდება ინგლისურიდან ქართულზე, როდესაც საერთაშორისო სასამართლოები პირდაპირ აღიარებენ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იყო სისტემური დანაშაულის მქონე ხელისუფლება. ამის სტრასბურგის არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რასაკვირველია, ქართულ მართლმსაჯულებასთან ერთად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დარეგისტრირდება ინიციატივა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის და 6 თვეში სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.