ვლადიმერ ბოჟაძე: რეზოლუცია, რომელიც უკრაინელმა დეპუტატებმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავეს, აღმოჩნდა მიუღებელი ჩვენთვის არა მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ნაწილში, არამედ სხვა დათქმებთან დაკავშირებით

„რეზოლუცია, რომელიც უკრაინელმა დეპუტატებმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავეს, აღმოჩნდა სრულიად მიუღებელი ჩვენთვის არა მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ნაწილში, არამედ სხვა დათქმებთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ PACE-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ვიდრე ევროსაბჭო თავად არ ჩამოაყალიბებს სამართლიან პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, რითაც აღიარეს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, თუმცა, ის რეზოლუცია, რომელიც იყო სრულიად უსამართლო საქართველოსთან მიმართებაში და რომელიც, როგორც იცით, უკრაინელმა დეპუტატებმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავეს, აღმოჩნდა სრულიად მიუღებელი ჩვენთვის არა მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ნაწილში, არამედ სხვა დათქმებთან დაკავშირებით. ამიტომ ვიდრე ევროსაბჭო თავად არ ჩამოაყალიბებს სამართლიან პოზიციას ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოდ და სხვა სტრუქტურებში, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საქმიანობას“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები