შალვა პაპუაშვილი: ბოლშევიკურ სტილში, დასახვრეტთა სიებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ადგენს, ტერორის ხელშეწყობა, ტერორში მონაწილეობაა

ვიცოდეთ, რომ ბოლშევიკურ სტილში, დასახვრეტების ასეთ სიებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოსამართლეების, პროკურორებისა და პოლიციელთა სიის გამოქვეყნებას.

„ცილისწამებაზე დაფუძნებული ტერორის ხელშეწყობა, ტერორში მონაწილეობაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები