ირაკლი კირცხალია: თურმე, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელები გმირები არიან – ეს ყველაფერი დაიწყო სალომე ზურაბიშვილის იმ შეწყალებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად რომ აქცია

ერთი განცხადება ვერ მოვისმინე ქვეყნების წარმომადგენლებიდან, უბრალოდ რომ ეხსენებინათ, რა სჭირდათ პოლიციელებს, იმ ასეულობით გმირ ბიჭებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მან პარალელი გაავლო ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან და მის შეწყალებასთან, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

„თურმე, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელები და მოძალადეები გმირები არიან. ეს ყველაფერი დაიწყო სალომე ზურაბიშვილის იმ შეწყალებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი რომ გმირად აქცია“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები