გიორგი ვოლსკი – USAID-ის ბაზის გატეხაზე: სამწუხაროა, რომ კონკრეტული ორგანიზაციები მუშაობენ იმისთვის, რათა შექმნან მექანიზმი და მათთვის მნიშვნელოვან დროს ეს მექანიზმი აამუშაონ პატარა სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ
სამწუხაროა, რომ კონკრეტული ორგანიზაციები მუშაობენ იმისთვის, რათა შექმნან მექანიზმი და მათთვის მნიშვნელოვან დროს ეს მექანიზმი აამუშაონ პატარა სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ში ჰაკერების მიერ USAID-ის გრანტების ბაზის გატეხის საკითხზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ გარკვეულ სტრუქტურებს, რომლებსაც ევალებათ ჰუმანიტარული და სხვადასხვა განვითარებაზე მიმართული პროექტები განახორციელოს ქვეყნებში, კონკრეტული ორგანიზაციები მუშაობენ იმისათვის, რათა მექანიზმი შექმნან, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან დროს ეს მექანიზმი აამუშაონ პატარა სახელმწიფოების ინტერესების წინააღმდეგ. მაგრამ, ამან იმდენად მოიკიდა ფეხი, ვერ ვიტყვი, რომ ჰაკერების მონაცემებია ჩვენთვის მხოლოდ დამაჯერებელი. ჩვენ ყველამ, ყველა მედიასაშუალებით ვიხილეთ, თუ რაში გამოიყენება ეს თანხები“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ში ჰაკერებმა USAID-ის გრანტების ბაზა გატეხეს, საიდანაც გაირკვა, რომ თანხები გამოყოფილი იყო სამ პროექტზე, რომლის დეტალური ინფორმაციაც უცნობია.