ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი „იუნესკოს კულტურული სივრცის ქსელის ციფრული განზომილების“ პარტნიორია

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი Erasmus+-ის პროექტ „იუნესკოს კულტურული სივრცის ქსელის ციფრული განზომილების“ პარტნიორია.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამა – პარტნიორული თანამშრომლობა ზრდასრულთა განათლებაში, უზრუნველყოფს პარტნიორობის ფართო ქსელის შექმნას, სადაც გაერთიანდნენ ევროპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ნაწილის – იუნესკოს მიერ აღიარებული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის.
პროექტის ფარგლებში ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობენ.
ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი გაეცნო ხორვატიის კულტურის სამინისტროს პროექტს eCultura, რომელიც დიგიტალიზაციის უდიდესი ეროვნული პროექტია და უზრუნველყოფს ციფრული შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. საინტერესო შეხვედრა გაიმართა ხორვატიის ეთნოლოგიისა და ფოლკლორისტიკის ინსტიტუტში – მონაწილეები გაეცნენ პროექტებს: Dief, TkuDOR, DARIAH
შეხვედრები გაიმართა ხორვატიის ქალაქებში პიკანსა და როვინში, სადაც შექმნილია არაცენტრალირებული ციფრული საცავები, რომლებიც მორგებულია სამეცნიერო კვლევებზე (CENKI, ICH). ჯგუფმა მოინახულა ბატანას ეკომუზეუმი, სადაც მუდმივმოქმედი პროექციით გადმოცემულია ბატანას ნავის აგების ორთვიანი პროცესი, მუზეუმის ნაწილია Spacio Matika Spàcio ადგილობრივი ტავერნა და ღვინის მარანი – უნიკალური ადგილი სოციალიზაციისთვის, თამაშებისთვის და მეთევზეების მიერ შესრულებული სიმღერის მოსმენისათვის.
პროექტი ხორვატიაში 31 იანვარს დასრულდება და შემდეგი შეხვედრა საქართველოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები