საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, ირაკლი ლაზარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ბიბლიოთეკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, შეხვდა ბიბლიოთეკებისა და ახალგაზრდული ცენტრების თანამშრომლებს.
ახალციხის ბიბლიოთეკას საჩუქრად უახლესი ლიტერატურა, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები გადაეცა.
მხარეებმა აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც შეთანხმდნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სოფელ მუსხის სკოლა-მუზეუმსაც ესტუმრნენ. შეხვდნენ სკოლის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, რომელთა შორის იყო ხალხური რეწვის ოსტატი, 92 წლის მარიამ ჟუჟუნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები