ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. სამუშაოები ამ დროისთვის ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია ,,პალადა” ასრულებს” – ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

„პროექტი, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 182 636 ლარით ფინანსდება. სოფელ ჯურუყვეთში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები