ყაზბეგში პოეტ თენგო ავსაჯანიშვილის ხოვნის საღამო გაიმართა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში“ გორისციხელი პოეტის – თენგო ავსაჯანიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამოზე მოწვეული იყვნენ ცნობილი პოეტები, მოღვაწეები, მეგობრები: მიხეილ თუმანიშვილი, ადამ ბექაური, ტარიელ ხარხელაური, მანანა გელაძე, თამარ შაიშმელაშვილი, მარინა თექთუმანიძე, ქეთევან დოლიძე, გიორგი არჩემაშვილი, რუსუდან გაბროშვილი და სხვები. მათ გაიხსენეს პოეტის ცხოვრება, თენგოს სამშობლოსადმი სიყვარული.ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“. ანსამბლმა „დიდებაიმ“ თენგო ავსაჯანიშვილის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულა. პოეტის ლექსზე დაწერილი სიმღერა შეასრულა ასევე სოლო შემსრულებელმა, ნათია ხულელიძემ.
გამომსვლელთა შორის იყო 5 წლის დაჩი ოდიშვილი, რომელმაც წაიკითხა თენგო ავსაჯანიშვილის ლექსი, „ბებერი არწივის ბალადა“.
ღონისძიების დასასრულს, ოჯახს სიმბოლურად გადაეცა ბატონი თენგოს ჯილდოები, რომლებიც განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში ინახებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბატონი ტარიელ ხულელიძე, ხევის ეპარქიის მამები, თენგო ავსაჯანიშვილის ოჯახის წევრები.
საღამოზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, თენგო ავსაჯანიშვილის ხსოვნის საღამო ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.