საქართველოს დელეგაცია პოლონეთში აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა

პოლონეთში,აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოგონებისა და მათი ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს დელეგაცია სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებთან ერთად მონაწილეობდა.
საქართველოს დელეგაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა. როგორც დელეგატები ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი, საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი დავით კურტანიძე და კულტურის სამინისტროს თანამშრომელი შორენა ციცაგი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილმა ადამიანებმა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები