„უკრაინაში ომი არ ნორმალიზდება“ – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა, რომელსაც მანდატი მიმდინარე წელს გაუგრძელდა, განაცხადა, რომ უკრაინის ომი ასამბლეისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად დარჩება.

როგორც ასამბლეის ხელმძღვანელმა ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინაში ომი არ ნორმალიზდება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნულზე უნდა დარჩეს ფოკუსირებული.

მანვე დასძინა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველი სესიის დღის წესრიგი მოიცავდა დებატებს ომის სხვადასხვა ასპექტზე, რომელიც მნიშვნელოვანი რეზოლუციების მიღებით დასრულდა.

„უკრაინის მხარდაჭერა და საერთაშორისო აქტორებთან თანამშრომლობა მშვიდობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით რჩება ჩემს უპირველეს ვალდებულებად“, – განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები