ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა, დაშავებულია თითქმის 1000 ადამიანი.
ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.
„ამ დროისთვის დადასტურებულია 164 დაღუპული, 971 ადამიანი დაშავდა“, – თქვა მან.
როდრიგესმა დასძინა, რომ მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 30 შემდგომი ბიძგი დაფიქსირდა.