ირმა ჭკადუა: მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ ქართულ ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ, მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ, მაშინ ამ მსახიობების გაპროტესტებული თქვენ გახსოვთ?
“გავიხსენოთ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები 2012 წლამდე სად იყვნენ. ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც მიუზიკლებს უდგამდნენ მიხეილ სააკაშვილს, სპექტაკლებს უდგამდნენ, უმღეროდნენ და იყვნენ ძალიან კომფორტულად”, – ამის შესახებ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ ქართულ ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ, მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ, მაშინ ამ მსახიობების გაპროტესტებული თქვენ გახსოვთ? რომელიმე მათგანი გამოვიდა და განცხადება გააკეთა? აი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს გადატრიალებით გვემუქრებიან. მე მათ ვთხოვ, რომ გადატრიალდნენ საკუთარ ლოგინებში იმიტომ, რომ ისინი ვერავითარ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი თვის განმავლობაში ცდილობენ იმას, რომ ჩამოაქციონ, შეარყიონ, ქვეყანა და ინსტიტუტები, მათ ეს ვერ შეძლეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დგას მოწოდების სიმაღლეზე, პოლიცია, ჯარი და ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. მათ ვერ შეძლეს ეს, რომელიც მათი მთავარი ამოცანა იყო. სამიზნე ჯგუფები ჰქონდათ მათ და უნდოდათ, რომ ეს ინსტიტუტები ჩამოქცეულიყო, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელი საკმაოდ მედგრად მუშაობს და ქვეყანა ვითარდება“, – აღნიშნა ჭკადუამ.