თორნიკე ჭეიშვილი – ბიძინა ივანიშვილის მიმართ Julius Baer-ის ქმედებებზე: არის გარემოებების მთელი ერთობლიობა, რომელიც კუმულაციურად ქმნის ერთიანი, კოორდინირებული პროცესის შთაბეჭდილებას

“არის გარემოებების მთელი ერთობლიობა, რომელიც კუმულაციურად ქმნის ერთიანი, კოორდინირებული პროცესის შთაბეჭდილებას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“, ბანკ Julius Baer-ის მხრიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური შანტაჟის თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს უკვე შთაბეჭდილებაზე მეტიც არის, რადგან ფაქტებით არის დადასტურებული ის, რომ მუშაობს ერთიანი მანქანა იმისთვის, რათა ამ შემთხვევაში უკვე Julius Baer-მა და შვეიცარიულმა საბანკო სისტემამ პრაქტიკულად გამოიყენოს პოლიტიკური შანტაჟისთვის მათ ხელთ არსებული ბერკეტები.

ეს გახლავთ ადვოკატი ბატონი რობერტ ამსტერდამი, რომელიც სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში არის ფიგურანტი და აქაც კვალი მიდის ისევ და ისევ გლობალური ომის პარტიამდე, თუ გადავხედავთ წარსულში მის მიერ წარმოებულ საქმეებს და მეორე მხრივ ასევე ,ამ ბატონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებით და ზოგადად ბოლო დროინდელ აქტივობებს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები