კულტურის სამინისტრო ელდარ შენგელაიას დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს კულტურის სამინისტრო ქართველ კინორეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს, ბატონ ელდარ შენგელაიას, დაბადების დღეს ულოცავს და ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს.
სამინისტროსვე ინფორმაციით, ელდარ შენგელაია არის უამრავი ქართული კინოშედევრისა და მაყურებლებისთვის საყვარელი ფილმების ავტორი. მათ შორის: ,,თეთრი ქარავანი” (1964), ,,მიქელა” (1965),„არაჩვეულებრივი გამოფენა” (1969), „შერეკილები” (1973), „სამანიშვილის დედინაცვალი” (1977), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983), „ექპრეს-ინფორმაცია” (1993).
გადაიღო ფილმები: „9 აპრილის ტრაგედია” (დოკ.), „სავარძელი”, კინოალმანახი: „ჭა, ჩიტები, სიმღერა”, „აბდაუბდა” (მ/მ). ელდარ შენგელაია არის ამ ფილების უმეტესი ნაწილის სცენარის თანაავტორი. ამასთანავე, ის ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობასაც.
გადაიღო ფილმები: „9 აპრილის ტრაგედია” (დოკ.), „სავარძელი”, კინოალმანახი: „ჭა, ჩიტები, სიმღერა”, „აბდაუბდა” (მ/მ). ელდარ შენგელაია არის ამ ფილების უმეტესი ნაწილის სცენარის თანაავტორი. ამასთანავე, ის ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობასაც.
ელდარ შენგელაიას ფილმები ორჯერ მოხვდა კანის კინოკლასიკის სექციაში.
ელდარ შენგელაიას ღვაწლი და დამსახურება არაერთი ჯილდოთი და წოდებით აღინიშნა. 1998 წელს მას მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; 2013 წელს – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო) დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის; 2022 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
სხვადასხვა წლებში რეჟისორი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1991 წლის 9 აპრილს მან ხელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში