“დაიწყო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები” – კახა კალაძე

“დაიწყო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან.

“ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან.

ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში უპრეცედენტოდ მსხვილი, მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.

Emaar Properties-ი უძრავი ქონებისა და კომერციულ სექტორში საქმიანობს და მის მართვაშია 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც ახორციელებს “თბილისის მშრალი პორტის” პროექტს”, – წერს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები