“ვაშაძესაც და „ნაცმოძრაობასაც“, თავის ზურაბიშვილიანად, აქვთ ერთი გამოსავალი, რომ ჩამოსცილდნენ პოლიტიკას” – მაჭარაშვილი

“ვაშაძესაც და „ნაცმოძრაობასაც“ თავის ზურაბიშვილიანად ერთი გამოსავალი აქვს, რომ ჩამოსცილდნენ პოლიტიკას და შემდეგ უნდათ პლატფორმა შექმნან, უნდათ თავიანთი პარლამენტი, უნდათ კარვები, რაც უნდათ ის შექმნან, ამაში სრულად თავისუფალი არიან. შემდეგ დაირქვან ზოგმა პრეზიდენტი, ზოგმა პრემიერი, რაზეც ოცნებობს ვაშაძე”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რასაც ამბობდა ვაშაძე, ზურაბიშვილი და გვარამია, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამბობს ამერიკელი ხალხი და მისი პრეზიდენტი, ევროპული საზოგადოება, მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს საზოგადოება. ისინი არიან მდინარის ნაპირზე გარიყული და ახლა იქ პლატფორმას შექმნიან, ახალ პარლამენტს და ახალ პრემიერს აირჩევენ, ეს მათი ნებაა“, – აღნიშნა  მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები