„საქართველოს საზღვრები ევროპულ რუკებზე“ – ათენში გიორგი კალანდიას ლექცია გაიმართა

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ათენში გამართული შეხვედრის შესახებ წერს. მან საბერძნეთის ქართულ ემიგრაციას წაუკითხა ლექცია – „საქართველოს საზღვრები ევროპულ რუკებზე“.
„დღეს წილად მხვდა დიდი ბედნიერება, ქალაქ ათენის ქართველობას შევხვედროდი. აქაური ქართველობა გამორჩეულად კეთილშობილი და პატრიოტული სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ამ დიდი ცივილიზაციის ქვეყანაში თვითმყოფადობის შენარჩუნებას მართლაც განსაკუთრებული ძალისხმევა და ნიჭი სჭირდება! სწორედ ამიტომ მიყვარს ასე გამორჩეულად საბერძნეთის ჩვენებურები. მათ თვალებში სულ სხვანაირი სითბოა ჩაღვრილი, მათ საუბარსა თუ სიმღერაში სულ სხვა ჰანგი ჟღერს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული კულტურის ცენტრს „კავკასიას“ და მის მესვეურს, გამორჩეულ ქართველ მეცნიერს, ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს მასპინძლობისათვის და თბილი დახვედრისათვის!
აქაური ემიგრაციის წინაშე წავიკითხე ლექცია თემაზე: „საქართველოს საზღვრები ევროპულ რუკებზე“..სანაცვლოდ მივიღე წარმოუდგენელი ყურადღება და სიკეთე… არასოდეს დამავიწყდება ეს განწყობა, ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ძვირფასი ხალხის წინაშე“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები