25 იანვარი მოქანდაკის და რესტავრატორის – ედუარდ შახნაზაროვის დაბადების დღეა

დღეს ედუარდ შახნაზაროვს 66 წელი შეუსრულდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მას დაბადების დღეს.
„მოქანდაკისა და რესტავრატორის, ედუარდ შახნაზაროვის ნამუშევრები პოეტურობითა და ლირიზმითაა გამორჩეული. მის მიერ შექმნილ მცირე ზომის ფიგურებშიც კი იგრძნობა მძაფრი ექსპრესიულობა და დინამიზმი, სწორედ ამგვარი ინდივიდუალიზმი ხდის ავტორის შემოქმედებას დასამახსოვრებელს.
ედუარდ შახნაზაროვმა დავით მინდორაშვილთან ერთად შექმნა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის სიმბოლო – არწივის ქანდაკება. მათ ემბლემა კოლხური არტეფაქტების – არწივთა მცირე ფიგურების მიხედვით შექმნეს, რაშიც გამოიხატა უძველეს ქართულ პლასტიკურ ტრადიციებთან სინთეზი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები